GEARN-ის საცდელი პროექტი : მსოფლიოს ქვეყნების მუსიკალური ინსტრუმენტები


1. პროექტის სახელი: მსოფლიოს ქვეყნების მუსიკალური ინსტრუმენტები

2.პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: პროექტში მონაწილე მოსწავლეები აგროვებენ ინფორმაციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მუსიკალურ ინსტრუმენტებზე, მათი შექმნის ისტორიაზე.

3.პროექტის სრული აღწერა : პროექტის ფარგლებში ხდება ბავშვების ჯგუფებად ჩამოყალიბება (დაახლოებით 5 ჯგუფი) : თვითოეულ ჯგუფს ეძლევა ინფორმაციის მოძიების არეალი კონტინენტების მიხედვით.მათ უნდა მოიძიონ :1) თუ რომელი მუსიკალური ინსტრუმენტის სამშობლოდ ითვლება კონკრეტული ქვეყანა ; 2)ვინ გამოიგონა იგი; 3) ინსტრუმენტების კლასიფიკაცია (სიმებიანი, დასარტყამი, კლავიშებიანი); 4) ინსტრუმენტის ხმოვანი ფაილები. 5) მასალა, რითაც მზადდება ესა თუ ის ინსტრუმენტი. 6) რომელ მუსიკალურ მიმდინარეობაშია ესა თუ ის ინსტრუმენტი პრიორიტეტული. 7) რომელი ცნობილი ადამიანი ფლობდა ამა თუ იმ ინსტრუმენტზე დაკვრის ხელოვნებას.

4. მონაწილეთა ასაკი/კლასები : 12-16 წელი / 7-10 კლასები

5. ვადები / ხანგრძლივობა: 2009 წლის იანვრიდან - 2009 წლის მაისამდე

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:გარდა მუსიკალურ ინსტრუმენტებთან გაცნობისა, მუშაობის პროცესში ბავშვები ინტერესდებიან ინსტრუმენტის ''მშობლიური'' ქვეყნის ისტორიით, იქ მცხოვრები ხალხის ტრადიციით. აგრეთვე ეცნობიან კონკრეტული ქვეყნის პოლიტიკურ სისტემას, ბუნებრივ პირობებს, კლიმატს.

7. მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას :ბავშვებს გაეღვიძებათ სიყვარული მუსიკისადმი, ბევრი სერიოზულად დაინტერესდება მისი შესწავლით. აღმოაჩენენ ბევრ მუსიკალურ ინსტრუმენტს, რომლის არსებობაც აქამდე არც კი იცოდნენ. გარდა ამისა, ისწავლიან ინფორმაციის მოძიებას ინტერნეტით, მის დამუშავებას და გამოქვეყნებას ბლოგის ან პერსონალური საიტის მეშვეობით. გააკეთებენ პრეზენტაციებს ინსტრუმენტების კლასიფიკაციის მიხედვით, განუვითარდებათ სმენა. უფრო კარგად გაეცნობიან ამა თუ იმ ქვეყნის ისტორიას, გეოგრაფიას, კულტურულ მემკვიდრეობას, კლიმატურ პირობებს. გაეცნობიან მუსიკალურ სტილებს და მიმდინარეობებს. ისწავლიან გუნდურად მუშაობას.

8. სარგებელი სხვებისთვის : ბავშვებს უვითარდებათ ესთეტიური გემოვნება; სწავლობენ გუნდში მუშაობის პრინციპს ; გებულობენ ბევრ საინტერესო ინფორმაციას მუსიკალური ინსტრუმენტის შექმნისა და მისი შემქმნელის შესახებ; ეცნობიან ცნობილ ადამიანებს, ვინც საკმაოდ კარგად ფლობდა ამა თუ იმ ინსტრუმენტზე დაკვრის ხელოვნებას.

9. სამუშაო ენა : ქართული, რუსული, ინგლისური.

10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: კავშირი ინტეგრირებულია :
ისტ - მისი მეშვეობით ხდება ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და გამოქვეყნება;

მუსიკა - მოსწავლე უფრო მეტად ინტერესდება მუსიკით, უვითარდება სმენა, ერკვევა მუსიკალურ მიმდინარეობებში, შესაძლოა შეისწავლონ სანოტო ანბანიც ;

ქართული, რუსული, ინგლისური ენები - ამ ენების საშუალებით ინტერნეტში და ბიბლიოთეკაში მასალის მოგროვება, დამუშავება და თარგმნა; მასალის მოძიება ლიტერატურიდან, რომელიც ეძღვნება რომელიმე მუსიკალურ ინსტრუმენტს ;

ისტორია - ინსტრუმენტის ''მშობლიური'' ქვეყნის ისტორიასთან, ტრადიციებთან და კულტურულ მემკვიდრეობასთან გაცნობა ;

გეოგრაფია - ინსტრუმენტის "სამშობლოს" გეოგრაფიულ მდებარეობასთან და მის კლიმატურ პირობებთან გაცნობა;

ხელოვნება - პროექტში მონაწილენი მოიძიებენ, თუ კონკრეტულ ინსტრუმენტზე რომელი ცნობილი ხელოვანი უკრავდა; გააკეთებენ გამოფენას და შექმნიან ამა თუ იმ ინსტრუმენტის მაკეტს;

ქიმია- არკვევენ, თუ ინსტრუმენტის დასამზადებლად რა ქიმიური ნივთიერებები გამოიყენება;

ბიოლოგია- ინსტრუმენტი თუ რომელი მცენარეული მასალისაგან მზადდება;

მათემატიკა - ინსტრუმენტის ფიზიკური ზომების მოძიება.

11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:

12. პროექტის ფასილიტატორის სახელი : მერაბ ზარნაძე

13.
პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: merabzar@gmail.com

14. პროექტის ფორუმი: http://foro.iearn.org/webx?230@@.1eac4c34

15. პროექტის ვებ-გვერდი / ბლოგი:
http://www.musikaluri.blogspot.com/